ავტომობილის ქირაობის პირობები
საბუთები ავტომობილის დაქირავებისთვის
- საერთაშორისო პასპორტი
- მართვის მოწმობა
- მძღოლის მინიმალური ასაკი 25 წელი. მართვის გამოცდილება 2 წელი
ქირავნობის ფასში შესულია
- ავტომობილის დაზღვევა, მესამე პირის პასუხისმგებლობა, სიცოცხლის და ჯამრთელობის დაზღვევა.
- ჩაშენებული GPS სისტემა.
- ულიმიტო გარბენი ( 5 ან მეტი დღიდან ქირაობის შემთხვევაში ).
- საბურვები სეზონის მიხედვით.
- ყველა საჭირო მოსაკრებელი.
- ნავიგატორი, სურვილისამებრ.
გადახდა
გადახდა ხდება დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშსწორების მომენტში არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით.- უნაღდო ანგარიშსწორებით კომპანიის ანგარიშზე
- საკრედიტო ბარათით - ავტომატური კონვერტაციით
დაზღვევა
ავტომობლის საფასურში შედის 3 სახის დაზღვევა- ავტომობილის დაზვევა ყველა შესაძლო სადაზღვევო შემთხვევისას
- მძღოლის პასუხისმგებლობის დაზღვევა
- მძღოლისა და მგზავრების სიცოცხლისა და ჯამრთელობის დაზღვევები.
დაზღვევა არ მუშაობს:
- გასაღების დაკარგვისას, სახელმწიფო ნომრის და ავტომობილის საბუთის დაკარგვისას.
- ავტომობილის მესამე პირისათვის გადაცემის შემთხვევაში, თუ მისი ვინაობა არ ფიგურირებს ხელშეკრულებაში.
- შემთხვევის ადგილიდან ავტომობილის გადაყენების ან მიმალვის შემთხვევაში.
- როდესაც ავტომობილით ჩაიდენთ სამართალდარღვევას.
- ალკოჰოლური, ნარკოლოგიური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვისას.
- საპატრულოში გაუფორმებელი ავტო სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
- საბურავების და შუშების დაზიანებისას.
- ჰიდროდარტყმისას.
გარბენის შეზღუდვა
ჩვენ გაძლევთ ულიმიტო გარბენს ავტომობილის 7 დღეზე მეტი ვადით ქირავნობის შემთხვევაში.დამატებითი გადასახადები
დამატებითი გადასახადი შესაძლებელია როდესაც:- ავტომობილის მიწოდება/დაბრუნება ხდება არასამუშაო დროს
- საწვავი. (თუ მანქანა ნაკლები რაოდენობის სასწვავით არის დაბრუნებული).
- ავტომობილის დაზიანებისას, თუ არ იყო დაფიქსირებული სადაზღვევო კომპანიაში.
- გასაღების, ტექნიკური პასპორტის და სანომრე ნიშნის დაკარგვისას.
- სიჩქარის გადაჭარბების და პარკირების წესების დარღვევისას.
ქირავნობის პერიოდი
ავტომობილის დროის ათვლა იწყება გადმოცემის დროიდან და ანგარიშდება დღე ღამით ( 24 საათით) გაცემის მომენტიდან. ავტომობლის დაბრუნების დროის გადაცილება რამოდენიმე საათით ანგარიშდება შემდეგი დღის საფასურით, მიუხედავათ იმისა რამდენი ხნით გადააცილებთ დაბრუნების დროს.საწვავი
ავტომობილი გადმოგეცემათ საწვავის გარკვეული რაოდენობით და საჭიროა მისი იგივე რაოდენობით დაბრუნება. დაბრუნების დროს საწვავის ნაკლები რაოდენობისას იხდით იმ რაოდენობის თანხას რა რაოდენობაც აკლია გაცემის რაოდენობას. ავტომობილში აუცილებლად ისხმევა პრემიუმ ტიპის საწვავი (95) ოქტატობით და დიზელის შემთხვევაში- ხარისხიანი დიზელით.მოძრაობის წესები და თავისებურებები
სიჩქარის შეზღუდვა დაწესებულია ყველგან, ქალაქში ყველა ქუჩაზე დაწესებულია სიჩქარის შემზღუდველი ნიშნები 40. 60. 80 . კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა ასევე არის ავტომაგისტრალებზე 110 კმ/სთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაარღვევთ მოძრაობის წესებს, საპატრულო პოლიცია ჩვენ გვაცნობებს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, აღნიშნულ ჯარიმას წარმოგიდნენთ თქვენ გადასახდელად. იმ შემთხვეაში თუ არ გადაიხდით აღნიშნულ ჯარიმას ის გაორმაგდება და შემდგომში კიდევ გაიზრდება. თუ თქვენ საერთოდ არ გადაიხდით ჯარიმას შეგექმნებათ პრობლემები ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლისას იქამდე სანამ არ გადაიხდით ჯარიმას. საპატრულო პოლიცია ყველგან არის. ყველაფერი კონტროლდება და დაყოფილია კვადრატებად, მათი რეაგირების დრო შეადგენს 3-5 წუთს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თუ თქვენ არ გამოიძახებთ საპატრულო პოლიციას, ის შეიტყობს ამის შესახებ ვიდეო კამერების მეშევეობით და მოვა 5 წუთის განვავლობაში. ვიდეო კამერები აფიქსირებენ სიჩქარის გადაჭარბებას არა მარტო კონკრეტულ ადგილას არამედ 2 კამერას შორის დაფიქსირებულ საშუალო სიჩქარეს. თუ სიჩქარე გადაჭარბებულია თქვენ ჯარიმდებით ავტომატურად, ასევე კამერა აფიქსირებს მძღოლის და მგზავრის უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობას და მძღოლის ტელეფონზე საუბარსაც. ამ შემთხვევაშიც თქვენ ჯარიმდებით ავტომატუად.როდის არის უკეთესი ავტომობილის დაჯავშნა
გააფორმეთ შეკვეთა, თუ თქვენ ჩამოყალიბდით ქირავნობის ვადებზე, თუ ქირავნობის დრო ემთხვევა დღესასწაულებს, ან მაღალ სეზონს, სასრუველია ავტომობილი დაჯავშნოთ აყვანამდე ერთი კვირით ადრე ჩვენ ყოველთვის ვაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე ჯავშნის ნომერს და დეტალებს, საიტზე მოცემული ყველა ავტომობილის ფასი აქტუალურია. თუ თქვენ შეამჩნევთ უზუსტობას გთხოვთ შეგვატყობინოთ.წინასწარი ჯავშანი
ჯავშანი შესაძლებელია წინასწარი გადახდით. წინასწარი ჯავშნის დროს აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვნთვის სასრურველი მანქანის აყვანისა და დატოვების ადგილები. ესენია;- თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
- ჩვენი საპარკინგე სივრცეები.
- ქალაქის მაშტაბით ნებისმიერი სასტუმროს ტერიტორია.
- თქვენთვის სასურველი მისამართი.
სად დავჯავშნოთ და როგორ
ავტომობილის დაჯავშნა შესაძლებელია- საიტზე ონლაინ ფორმის მეშვეობით - მიუთითეთ თქვენი ელქტრონული ფოსტა, თარიღები, აყვანის და დაბრუნების ადგილი. თქვენი განაცხადის მიღებისას ჩვენი ოპერატორები დაგიკავშირდებიან .ჩვენ დაგიანგარიშებთ და გამოგიგზავნით ელექტრონულ ფოსტაზე ფასებს. თუ თქვენი შეკვეთის დრომდე დარჩენილია 24 საათი, ან ნაკლები, უმჯობესია დაგვიკავშირდეთ
- ტელეფონით დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 500 88 30 88 გვითხარით აყვანის დრო, ადგილი და თარიღი ჩვენ მოგახსენებთ თანხას.
- შეგიძლიათ ასევე დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ ზემოაღნიშნულ ნომერზე; FACEBOOK, VIBER, და WHATSAPP ის მეშევეობით. ასევე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ გაქირავებისთვის საჭირო საბუთები და ჩვენ გავაფორმებთ ჯავშანს.
- ელექტრონული ფოსტის მეშვეობით contact@mgzavrobani.ge უბრალოდ მოგვწერეთ თქვენი სურვილები, სასურველი ავტომობილი მიღებისა და დაბრუნების თარიღთან ერთად.
- ონლაინ ჩატის მეშვეობით მოგვწერეთ პირდაპირ, ან დაგვიტოვეთ შეტყობინება და ჩვენ გიპასუხებთ არაუგვიანეს 1 საათისა.
ავტომობილის ჯავშნის დასტური
ბრონირება არის თქვენი შეკვეთის 100% გარანტია. თქვენი განაცხადის მიღების შემდგომ ჩვენ დაგიკავშირდებით და თქვენ მიღებთ თქვენი შეკვეთის დასტურს ტელეფონზე, ან ელექტრონულ ფოსტაზე თქვენ მოგენიჭებათ ბრონირების უნიკალური ნომერი. დადასტურების და თანხის გადახდის შემდგომ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ ვაუჩერს, რომელიც არის თქვენი ჯავშნის გარანტია.კონკრეტული ავტომობილის ბრონირება
ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს ავტომობლის დაქირავებისას და შევეცდებით გადმოგცეთ თქვენთვის სასრუველი ავტომობილი, თუმცა კონკრეტული ავტომობილის არ ყოფნის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მოგცეთ მსგავსი ავტომობილი მსგავსი მონაცემებით (გადაცემათა კოლოფი, კონდინციონერი,ზომა და კლასი). ან უფრო მაღალი კატეგორიის ავტომობილი ყოველგვარი თანხის დამატების გარეშე.როგორ გადავიხადოთ ჯავშნის თანხა
გადახდა შესაძლებელია შემდეგნაირად- კომპანიის ანგარისზე საქართველოში
- ონლაინ, ბარათის მეშვეობით
თანხის დაბრუნებისას ჩვენ არ ვაბრუნებთ;
- თანხის გადარიცხვის და უკან გადმორიცხვის საკომისიოებს
- კურსთაშორის სხვაობას, რომელიც განპირობებული იყო ბანკის კონვეტრაციისას (ჩვენ უბრალოდ გავაუქმებთ თქვენს გადახდას )
- კომპენსაციას თქვენი ფულის ჩვენ ანგარიშზე ყოფნისთვის და თქვენს დანახარჯებს ჩვენთან ურთიერთობის დროს
- თანხა არ ბრუნდება ჯავშნის გაუქმების მოთხოვნით 48 საათზე ნაკლებ დროში შეტყობინების შემთხვევაში.
კლიენტების მომსმახურეობა
ჩვენ ვემსახურებით კლიენტებს 24/7 ზე. ყველა შეკვეთის მომსახურება ხდება სამუშაო და არასამუშაო დროის მიხედვით, ან ისინი გაკეთებულია წინასწარ და დადასტურებულად.ოფისების სამუშაო დრო
ოფისის სამუშაო დრო სტანდარტულად ორშაბათიდან კვირამდე 10.00-19.00- მდე (თბილისი).ავტომობილის მიღება. დაგვიანება
თუ თქვენ გნებავთ ავტომობილი აეროპორტში, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი რეისის ნომერი და ჩამოფრენის დრო, ჩვენ აუცილებლად დაგხვდებით. თუ თქვენი თვითმფრინავი დააგვიანებს ჩვენ აუცილებლად დაგელოდებით, მაგრამ თუ თქვენ არ ჩამოფრინდებით აღნიშნული რეისით თქვენი შეკვეთა ანულირებულად ჩაითვლება. თუ თქვენ გნებავთ ავტომობილი ოფისში, ან ჩვენი საპარკინგე სივრცეებიდან, მიუთითეთ აყვანის დრო, რა დროსაც თქვენ მოხვალთ ჩვენს ოფისში. თუ თქვენ არ მოხვალთ დათქმულ დროს, არ უპასუხებთ ჩვენ წერილებს და არ უპასუხებთ ჩვენს ზარებს, თქვენი შეკვეთა ანულირებულად ჩაითვლება. თუ თქვენ გადახდილი გაქვთ შეკვეთის თანხა და არ მოხვალთ დათქმულ დროს ჩვენ შევინახავთ თქვენს შეკვეთას სამი საათის განვავლობაში, თუ არ მოხვალთ შეკვეთა ანულირებული იქნება თანხის დაბრუნების გარეშე.ჯავშნის დაანგარიშება შეკვეთის ფორმის მიხედვით
ჯავშნის დაანგარიშება ხდება ავტომატურად თქვენი სურვილისამებრ არჩეული თარიღების ავტომობილის აყვანის და დაბრუნების ადგილის და დროის მიხედვით. შესაძლოა თქვენ საბოლოო თანხა შეგეცვალოთ. ამის გასარკვევათ შედით შეკვეთის დეტალებში. აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ ყველა დამატებითი სერვისი, ან შეუკვეთოთ თქვენთვის საჭირო დამატებითი მომსახურებები .პარკირების გადახდა
პარკირება შეიძლება გადავიხადოთ შემდეგნაირად:- ნებისმიერი ქუჩის ტერმინალის მეშევეობით
- ნებისმიერ ბანკში, წარუდგინეთ მოლარეს ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.
- მიმართეთ ჩვენს მენეჯერს, მიუხედავათ იმისა იმყოფებით თუ არა ოფისში შეგიძლიათ მიმართოთ სატელეფონი რეჟიმში.
პარკირების გამონაკლისი
- თბილისის ზოგიერთ ქუჩებზე არის საათობრივი პარკირება. ამ საპარკინგე ზონებზე არ მოქმედებს თბილისის პარკინგის აბონემენტი, ეს ზონები ცალკე უნდა გადაიხადოთ. ამ ზონებს აქვთ სპეციალური ნიშნები.
- პარკირება სპეციალურ ზონებში: აეროპტი, რკინიგზის სადგური, ბაზრობა და სხვა მსგავსი კერძო სადგომების საფასური გადაიხდება ცალკე. ეს არის კერძო, ან დროებით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორიები, რომლებზეც არ მოქმედებს მუნიციპალური პარკირების აბონიმენტები.
პარკირების ჯარიმები
თუ თქვენ გააჩერებთ მანქანას და არ გადაიხდით პარკირების საფასურს ავტომობილს დაასურათებენ პარკინგის მონიტორინგის თანამშრომლები და ავტომობილი დაჯარიმდება. აღნიშნული ჯარიმის გადახდა თქვენ მოგიწევთ.ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების არეალი (ტერიტორია)
ნებისმიერი ჩვენი ატომობილის შეიძლება იქნეს გამოყენებული მთელი ქვეყნის მაშტაბით. ასევე არის ტერიტორიები რომლებშიც იკრძალება ავტომობილით სარგებლობა, ესენია;- ოკუპირებული ტერიტორიები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - არ ექვემდებარება საქართველოს მთავრობას. ამ ტერიტორებზე გადასვლა კატეგორიულად არ შეიძლება
- გზა მესტიიდან უშგულის მიმართულებით - საბაგიროს შემდგომ გზის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, გზის ამ საფარს ვერ უმლავდებიან მაღალი განმამვლობის ავტომობილებიც კი, რის შედეგადაც ფუჭდება ავტომობილის სავალი ნაწილები და როგორც წესი დაზიანებები ადგება ავტომობილის ძარასაც. თუ მაინც გსურთ წასვლა აღნიშნული მიმართულებით გააჩერეთ ავტომობილი მესტიაში, რის შემდგომაც ისარგებლეთ ადგილობრივი ტრანსფერით და გიდით.
- ზემო ომალო და თუშეთი - აქ თქვენ შეძლებთ წახვიდეთ ზაფხულში (ისიც მხოლოდ 2 თვე) როდესაც აქ არ არის წვიმა და მხოლოდ მაღალი განვავლობის მანქანებს შეუძლიათ ამ გზის დაძლევა. აქ ძალიან ციცაბო მთებია, არ არის პოლიცია, და ბევრი ხევია. აქ ვერ ამოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასაზღვეო და პოლიცია, ამ გზაზე ხშირად იღუპება ხალხი.
- გზა ქუთაისიდან უშგულის მიმართულებით - აქ ფაქტობრივად გზა არ არის. ამ გზით სარგებლობენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მოერიდეთ ამ გზით სარგებლობას, გაემგზავრეთ ასფალტირებული გზით ზუგდიდიდან.
- ტრანს-აჭარის გზატკეცილი - კერძოდ ბათუმი-ახალციხის მონაკვეთი გზის ნაწილი ქედა-ადიგენის გზის საფარი ძალიან ცუდია. ამ გზის საფართან გამკლავება შეუძლია მხოლოდ მაღალი განმავლობის მქონე ავტომობილს, რის შემდგომაც საჭიროა მთელი სავალი ნაწილის აღდგენა.